ვის რამდენით გაეზრდება პენსია 2026 წლის იანვრიდან

2026 წლის იანვრიდან საქართველოში პენსიები იზრდება. ცვლილებები გათვალისწინებულია 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით და შეეხება როგორც ასაკობრივ პენსიონერებს, ასევე შშმ პირებს, მათ შორის მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ მოქალაქეებს.

📌 პენსიის ზრდა 2026 წლიდან:

  • 70 წლამდე — +20 ლარი (370 ლარი)
  • 70 წლის და მეტი — +45 ლარი (495 ლარი)
  • მაღალმთიანი 70 წლამდე — 444 ლარი
  • მაღალმთიანი 70+ — 594 ლარი
  • შშმ 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული — +45 ლარი
  • სხვა შშმ კატეგორია — +20 ლარი

ცნობისათვის, ამ დროისთვის საქართველოში 70 წლამდე პირთა პენსია 350 ლარს შეადგენს, მაღალმთიან დასახლებებში ამავე ასაკობრივ ჯგუფის პენსიონერები 420 ლარს იღებენ. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 450 ლარს შეადგენს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია თითქმის 540 ლარია.