UNICEF-ი მომავალ წელს COVID-19-ის 2 მილიარდ ვაქცინას მიაწვდის ათობით განვითარებად ქვეყანას

გაეროს ბავშვთა სააგენტომ 23 ნოემბერს განაცხადა, რომ „გრანდიოზული ოპერაციის“ ფარგლებში UNICEF-ი მომავალ წელს COVID-19-ის 2 მილიარდ ვაქცინას და 1 მილიარდ შპრიცს მიაწვდის 92 განვითარებად ქვეყანას.

UNICEF-ი, როგორც ვაქცინების უმსხვილესი შემსყიდველი, ეპიდემიების წინააღმდეგ საბრძოლველად ყოველწლიურად 2 მილიარდ დოზა სხვადასხვა ვაქცინას ყიდულობს, ასამდე ქვეყანაში გეგმური იმუნიზაციის ჩასატარებლად.

ამ რაოდენობის COVID-19-ის ვაქცინის მიწოდებისთვის საჭირო ლოგისტიკური საკითხების მოსაგვარებლად UNICEF-ი თანამშრომლობს ასობით საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვების გლობალურ კომპანიასთან.

რეკლამა
eudora.ge

„ასეთ უპრეცედენტო თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ისტორიული და გრანდიოზული ოპერაციის განსახორციელებლად აუცილებელი სატრანსპორტო პოტენციალის უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა UNICEF-ის მომარაგების განყოფილების ხელმძღვანელმა, ეტლევა კადილიმ.

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების მქონე სახელმწიფოებმა 22 ნოემბერს პირობა დადეს, რომ „ძალისხმევას არ დაიშურებენ“ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სამართლიანი გავრცელებისთვის და მათი „ყველა ხალხისთვის“ ხელმისაწვდომობისთვის. დიდი ოცეულის (G20) წევრი ქვეყნები ასევე აცხადებენ, რომ მხარდაჭერას აღმოუჩენენ სუსტ პოზიციებზე მყოფ ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკებსაც პანდემიამ მძლავრი დარტყმა მიაყენა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები