სალომე ზურაბიშვილი: „მზად ვართ, რეჟიმი წავიდეს მშვიდობიანად — შემდეგ იწყება ქვეყნის აშენება“
“ვფიქრობ, ქვეყანაში ერთსულოვნებაა, ქართული სული, ერთობა და გადარჩენის ჟინი, შორს წაგვიყვანს. მზად ვართ, ეს რეჟიმი მშვიდობიანად წავიდეს, როგორც ეს წელი მიდის.” – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მილოცვაში. მისი თქმით, “ქართული ოცნების” წასვლის შემდეგ, “დაიწყება ქვეყნის აშენება”. “მიდის 2025 წელი. არ ვაპირებ გავიხსენო ეს უმძიმესი წელი. ჯობს, დავივიწყოთ სამარცხვინო და ვიფიქროთ 2026-ზე. მე მჯერა 2026 წლის, რადგან დავინახე თქვენი შემართება, გამძლეობა, სინდისის პატიმრების და მათი მშობლების. დავინახე ხვალინდელი საქართველო, სადაც კანონი იკანონებს, პატიმრები იქნებიან ადამიანები, ახალგაზრდები მიიღებენ განათლებას და ეს აღიზიანებს რუსეთს. მე ეს დავინახე, მჯერა, რომ ხვალ ასეთი საქართველო მოვა. არავის არ უნდა მოსწონდეს კრიმინალებით და კორუმპირებული ადამიანებით სავსე რეჟიმი. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს რეჟიმი წავიდეს მშვიდობიანად, შემდეგ დაიწყება ქვეყნის აშენება, სადაც ბევრი რამ განადგურებულია. დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში არის ერთსულოვნება, ქართული სული, ერთობა, გადარჩენის ჟინი, რომელიც აქამდე მოგვიყვანა და შორს წაგვიყვანს. გილოცავთ ახალ წელს” – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მილოცვაში.
