რუსეთმა ხარკოვი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა — დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის 3 წლის ბავშვი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვის დასახლებული რაიონი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
არსებული ცნობების თანახმად, სარაკეტო იერიშის შედეგად მთლიანად განადგურდა ერთი საცხოვრებელი კორპუსი, ხოლო მიმდებარე შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 30-ზე მეტი მოქალაქე. დაღუპულთა შორის არის სამი წლის ბავშვი.
ადგილზე მუშაობენ სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდა და შესაძლო სხვა მსხვერპლის ძებნა.
ხარკოვი ომის დაწყებიდან ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დაბომბილ ქალაქად რჩება. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მიზანმიმართულად უტევენ მშვიდობიან დასახლებებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
