Pfizer: COVID-19-ის ვაქცინის კანდიდატი 90%-ით ეფექტურია

აშშ-ს ფარმაცევტულმა გიგანტმა, პფაიზერმა და გერმანული ბიოტექნოლოგიების კომპანია BioNTech-ის წარმომადგენლებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ მათი კვლევების თანახმად,კორონავირუსის ვაქცინის ერთ-ერთი კანდიდატი 90%-ით ეფექტურია Covid-19-ის პრევენციაში.

რეკლამა
eudora.ge

“ვფიქრობ ჩვენ დავინახეთ სინათლეს გვირაბის ბოლოს.“ – განაცხადა პფაიზერის თავჯდომარემ და CEO-მ ალბერტა ბოურლამ CNBC-სთან ეთერში. 

ვაქცინის მაღალი ეფექტურობა აღმოჩენას უფრო დიდ მნიშნელობას ანიჭებს. რეგულატორებმა თქვეს, რომ ისინი თანახმა იყვნენ 50%-ით ეფექტურ ვაქცინაც კი დაემტკიცებინათ, რომელიც  იცავს აცრილთა მხოლოდ ნახევარს. ახალი ვაქცინა, მწარმოებლების თანახმად 90%-ს დაიცავს, რამაც მეცნიერებში არსებულ ამჟამინდელ მოლოდინებს გადააჭარბა. 

Pfizer-ი პირველი კომპანიაა, რომელმაც ვაქცინის გვიანი ფაზის კვლევების დადებითი შედეგები გამოაქვეყნა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები