NASA მთვარეზე ბირთვულ რეაქტორს განათავსებს

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA), ქვეყნის ენერგეტიკის დეპარტამენტთან ერთად, მთვარესა და მარსზე ბირთვული რეაქტორების განსათავსებლად კონკურსი გამოაცხადა. პროექტი მიზნად 2026 წლისთვის საფრენი აპარატის, დასაჯდომი მოდულისა და ბირთვული რეაქტორის შექმნას ისახავს.

ეს უკანასკნელი დედამიწაზე აიწყობა და უსაფრთხოების ტესტებს გაივლის, რის შემდეგაც კოსმოსური ხომალდი მას მთვარის ორბიტაზე გაიტანს, ლენდერი კი ციური სხეულის ზედაპირზე მოათავსებს, სადაც რეაქტორის ექსპლუატაცია დაუყოვნებლად, ყოველგვარი დამატებითი სამშენებლო თუ სამონტაჟო სამუშაოების  გარეშე იქნება შესაძლებელი

NASA-ს წარმომადგენელთა განცხადებით, თითოეულ ასეთ დანადგარს 10 კილოვატი ენერგიის გამომუშავება შეეძლება, რაც სრულიად საკმარისია მთვარესა და მარსზე უახლოეს მომავალში დაგეგმილი მისიების დროს იქ მყოფი ასტრონავტების ელექტროენერგიით მოსამარაგებლად და ხანგრძლივი სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად.

მთვარეზე პირველი ბირთვული რეაქტორის განთავსების შემდეგ, მეცნიერები მის ფუნქციონირებას რამდენიმე წლის განმავლობაში დააკვირდებიან. იმ შემთხვევაში, თუ ახალი ტექნოლოგია ქმედითუნარიანი და ეფექტიანი აღმოჩნდება, მომავალში დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე კიდევ რამდენიმე მსგავს მოწყობილობას წაიღებენ, შემდეგ კი ასეთივე დანადგარებს წითელ პლანეტაზეც გამოიყენებენ.

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მათი საშუალებით ამ ციურ სხეულებზე გაშენებული კოლონიების სრულფასოვანი ენერგომომარაგება მოხერხდება.

იდეის ავტორთა განცხადებით, ინოვაციური პროექტის განსახორციელებლად სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე სპეციალისტების გაერთიანებაა საჭირო. მათ შორის კოსმოსური ხომალდების მწარმოებლებისა და ენერგომომარაგების სფეროში მომუშავე ადამიანების, რომლებიც სატრანსპორტო სისტემისა და ბირთვული რეაქტორის შექმნას საერთო ძალებით შეეცდებიან.

NASA-ს წარმომადგენელთა თქმით, კონკურსში მონაწილეობის სურვილი უკვე ოცზე მეტმა დიდმა და მცირე ზომის კომპანიამ გამოთქვა, რომელთა ძირითად საქმიანობას ბირთვული რეაქტორების შექმნა, კოსმოსური საფრენი აპარატების პროექტირება და სპეციალური აღჭურვილობის წარმოებაა.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები