Moderna-ს ვაქცინაზე მწვავე ალერგიული რეაქცია პირველად გამოვლინდა

ამერიკული კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მწვავე ალერგიული რეაქცია პირველად გამოვლინდა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინაზე ალერგიაბოსტონელ ექიმს გამოუვლინდა, რის გამოც ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფოდან მალევე გაწერეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

უბრალოდ ნანემსარი ერთი დღე მტკიოდა – ოკლაჰომაში მცხოვრები ქართველი ექიმი Pfizer-ის ვაქცინით აიცრა (ვიდეო)

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა 19 დეკემბერს გასცა.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვაქცინაციის შემდეგ ფიქსირდებოდა, იყო ტკივილი ინექციის არეში, დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, შეციება, ღებინება და გულისრევა. ამასთანავე, მეორე დოზის შემდეგ გვერდითი მოვლენები კიდევ უფრო მეტ პაციენტთან ფიქსირდებოდა.

პირველი, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა FDA-იმ 12 დეკემბერს გასცა.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები