MeowTalk – ამ აპლიკაციით გაიგებთ, რისი თქმა სურს თქვენ კატას

Amazon Alexa-ის პროექტის ყოფილი ინჟინერის, ჰავიერ სანჩესის მტკიცებით, მის მიერ შექმნილ მობილურ აპლიკაციას, კატის კნავილის თქვენს ენაზე „გადმოთარგმნა“ შეუძლია.

„ეს არ არის ენა. ისინი [კატები] სიტყვებით არ ამყარებენ კომუნიკაციას“ – განაცხადა სანჩესმა.

მან და მისმა ჯგუფმა კვლევების მიხედვით აღმოაჩინეს, რომ კატები ყველაზე ხშირად, ცხრა განსხვავებული მიზეზით კნავიან. მაგალითად, შიმშილის, ტკივილის, ბედნიერების…

ინჟინერის შთაგონების წყარო, წიგნი – The Secret Language of Cats გახდა. მას სურდა თავისი გამოცდილება, რომელიც Alexsa-ს შექმნისას მოიპოვა, ახალი პროექტის ასაწყობად გამოეყენებინა.

კატის მეპატრონემ, აპლიკაცია – MeowTalk-ის მობილურზე გადმოტვირთვისას, სპეციალურად უნდა ჩაიწეროს ცხოველის ხმები, შემდეგ კი, აპლიკაცია, თავისით ხმის შესაბამის მნიშვნელობას დაუწერს მფლობელს.

რეკლამა
eudora.ge

აპლიკაციის გამოყენებისას, ასევე შესაძლებელია, MeowTalk პრაქტიკულობის სიზუსტის ასახვა და მისი შეფასება.

MeowTalk ჯერჯერობით, დაუსრულებელი ვერსიითაა ბაზარზე ჩაშვებული, მისი გადმოწერა კი, iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებს შეუძლიათ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები