ირანის პრეზიდენტი: აშშ, ისრაელი და ევროპა ჩვენს წინააღმდეგ „სრულმასშტაბიან ომს“ აწარმოებენ
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ, ისრაელი და ევროპა ქვეყნის წინააღმდეგ „სრულმასშტაბიან ომს” აწარმოებენ. პეზეშკიანის თქმით, ისინი არ აძლევენ ქვეყანას “ფეხზე დადგომის” საშუალებას. ეს განცხადება ისრაელსა და აშშ-ის თავდასხმიდან და ირანისთვის ევროპის მიერ გაეროს სანქციების დაბრუნებიდან ექვსი თვის შემდეგ გაკეთდა. პრეზიდენტის თქმით, ირანის სამხედრო ძალები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე თავდასხმის დროს და „უფრო გადამწყვეტ პასუხს” გასცემენ თავდასხმის შემთხვევაში. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „ეს ომი” ერაყის ომზე უარესია. აშშ და მისი მოკავშირეები ირანს ბირთვული იარაღის შეძენის მცდელობაში ადანაშაულებენ, რასაც თეირანი უარყოფს. ისრაელი და ირანი ივნისში 12-დღიან ომში ჩაერთვნენ, რასაც ისრაელის მხრიდან ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა მოჰყვა. მოგვიანებით ისრაელის ოპერაციას აშშ შეუერთდა და ირანის სამ ბირთვულ ობიექტს დაესხა თავს. ტრამპმა აღადგინა ირანის წინააღმდეგ „მაქსიმალური ზეწოლის” პოლიტიკა. ნეთანიაჰუ ტრამპთან შეხვედრაზე ირანის წინააღმდეგ მეტი სამხედრო მოქმედებების გააქტიურებას შეეცდება.
