ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სოციალურმა ქსელმა Twitter-მა ანგარიში დაუბლოკა, თუმცა Facebook-ისგან განსხვავებით, სამუდამოდ. მიზეზი ძალადობის წაქეზების რისკია – ადმინისტრაციამ შეისწავლა ტრამპის ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული პოსტები და საჭიროდ ჩათვალა, ანგარიში გაეუქმებინა
სოციალურმა ქსელმა აშშ-ს პრეზიდენტის ანგარიში მისი მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგაც გააუქმა, თუმცა დროებით.
რაც შეეხება სოციალურ ქსელ Facebook-ს, აქ ტრამპის ანგარიში მანამდე იქნება დაბლოკილი, სანამ ახლადარჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია არ გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი არ აღიარებს არჩევნებში დამარცხებას, ხოლო მისი მხარდამჭერები პროტესტის მიზნით კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. არეულობასამ და ქაოსმა რამდენიმე ადამიანის სიკვდილიც გამოიწვია.