Eudora.ge – „ონლაინ“ პლატფორმა ქალებისთვის, ყველაფერი ერთ სივრცეში

ონლაინ პლატფორმა Eudora.ge , პირდაპირი მნიშვნელობით, პრაქტიკულ მოთხოვნებზეა მორგებული.

Eudora.ge-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო საკანდელიძე გვიყვება, რომ ამ სერვისის შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მეგობრის დაბადების დღისთვის საჩუქრის საყიდლად დიდი დრო და ენერგია დაეხარჯა:

„ამ შემთხვევამ სერიოზულად დამაფიქრა, ისეთი პლატფორმა შემექმნა, სადაც სახლიდან გაუსვლელად, „ონლაინ“ იქნებოდა შესაძლებელი ქალებისთვის ნებისმიერი აუცილებელი პროდუქტის შეთავაზება.

პატარა კვლევაც ჩავატარე, როგორც აღმოჩნდა, საზღვარგარეთ ასეთი პლატფორმები არსებობდა, საქართველოში – არა, თუმცა, ინტერესი და მოთხოვნა ჩვენთანაც იყო“.

პლატფორმაზე უამრავი სხვადასხვა ბრენდია წარმოდგენილი. ტატო ამბობს, რომ პორტალის გამოყენების წესები ძალიან მარტივია: მომხმარებელი რეგისტრირდება ვებგვერდზე, ირჩევს სასურველ პროდუქტს, უთითებს სასურველ მისამართს.

ჩვენთან ძალიან ფართო არჩევანია. ძირითადი კატეგორიებია: სამოსი, აქსესუარები, თავის მოვლა, სასაჩუქრე ნაკრებები.

რეკლამა
eudora.ge

ჩემთვის პირადად ყველაზე საყვარელი კატეგორია made in Georgia.

აქ წარმოდგენილია საქართველოში დამზადებული ბრენდები – ტანსაცმელი, აქსესუარები, თავის მოვლის საშუალებები, რომლებიც პერიოდულად ემატება ვებ-გვერდზე.

ამით ხელს ვუწყობთ ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას. ბუნებრივია, ამაზე არ გავჩერდებით, სისტემატიურად ვაფართოებთ კატეგორიებს და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

ვისთვის არის თქვენი პლატფორმა? 

ჩვენი ძირითადი აუდიტორია მაინც მილენიალები, Z თაობა, mobile friendly ადამიანები არიან, საშუალო შემოსავლით, რადგან პროდუქციის ფასი 19 ლარიდან იწყება, მაგრამ მაინც უფრო ის სეგმენტია ჩვენი მომხმარებელი, ვისზეც უკვე ვისაუბრეთ.

თქვენი მიზანი რა არის? 

ბუნებრივია, პირველ რიგში ის, რომ მომხმარებელმა დაზოგოს დრო და ენერგია. ამასთან, ადრესატს მისცეს საშუალება, ის პროდუქტი შეარჩიოს, რაც თავად მოწონს და სურს.

ჩვენი ბრენდით იმის თქმა გვინდა, რომ შესაძლებელია შოპინგი ერთ პლატფორმაზე- ზედმეტი ენერგიის და დროის ხარჯვის გარეშე.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ვაპირებთ eudora.ge-ს აპლიკაციის შექმნას, რომელიც იმავე პრინციპით იქნება აწყობილი, როგორც ჩვენი ვებგვერდია.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები