COVID-19: ევროპაში ზომებს ამკაცრებენ, აშშ-ში “სასტიკ ზამთარს” მოელიან

2 ნოემბერს გერმანიაში დაიწყო კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ერთთვიანი ნაწილობრივი „ლოკდაუნი“. მთელს ევროპაში აწესებენ ახალ აკრძალვებს ინფექციის გავრცელებისა და სიკვდილიანობის შესამცირებლად. ევროპაში ამჟამად ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 10 მილიონს აჭარბებს

აშშ-ის წამყვანმა ინფექციონისტმა, დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ კვირის ბოლოს განაცხადა, რომ აშშ სასტიკი ზამთრისთვის უნდა მოემზადოს. „დიდი ზარალი გვექნება“, განუცხადა მან The Washington Post-ს.

3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს დაარწმუნოს ამერიკელები, რომ აშშ-ში, ვირუსთან დაკავშირებით, ყველაზე მძიმე პერიოდი უკვე გავლილია. თუმცა ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მესამე ტალღა შეინიშნება. ამერიკაში, სადაც COVID-19-ით მსოფლიოში ყველაზე მეტი, 230967 ადამიანია გარდაცვლილი, უკანასკნელი შვიდი დღის პერიოდში დღეში ინფიცირების საშუალოდ 87 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

რეკლამა
eudora.ge

ევროპაში დადასტურებული შემთხვევების მკვეთრი ზრდა საავადმყოფოებს მძიმე მდგომარეობაში აყენებს. ქვეყნები იძულებული არიან, ხელახლა შემოიღონ მკაცრი ზომები ვირუსის შესაკავებლად.

გერმანიაში ნაწილობრივი „ლოკდაუნის“ დაწყებამდე მსგავსი ზომები შემოიღეს საფრანგეთში – 65 მილიონი ადამიანი ძირითადად სახლებში იმყოფება.

ევროპაში ამჟამად დღეში გამოვლენილი ახალი შემთხვევების სარეკორდო რაოდენობაა – 240 ათასი. ათზე მეტ ევროპულ ქვეყანაში ასევე სარეკორდოა ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები