ახალი წლის დადგომა კიდევ რამდენიმე ქვეყანაში იზეიმეს — 2026 წელი უკვე დაიწყო

თბილისის დროით 15:00 საათზე ახალი წლის დადგომა კიდევ რამდენიმე სახელმწიფოში აღინიშნა. 2026 წლის ათვლა ახალ ზელანდიაში, სამოაზე, ტონგასა და ტოკელაუზე უკვე დაიწყო.

ახალი ზელანდიის დედაქალაქ ოკლენდში, დღესასწაული ტრადიციული ფოიერვერკით აღინიშნა.

აღსანიშნავია, რომ ერთი საათით ადრე 2026 წლის დადგომა პლანეტაზე პირველად კირიბატის მცხოვრებლებმა იზეიმეს.