ABC News-მა აშშ-ს ჯორჯიის შტატში არჩევნებზე საუბრისას შეცდომით საქართველოს კადრები აჩვენა

ტელეარხმა ABC News-მა აშშ-ს ჯორჯიის შტატში საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლაზე საუბრისას შეცდომით თბილისის საარჩევნო უბნის კადრები აჩვენა.

აშშ-ს რამდენიმე შტატში კვლავ გრძელდება ხმების დათვლა. მათ შორის არის ჯორჯიაც.

ბოლო მონაცემებით, ლიდერობს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მიჩიგანის შტატის მოგების შემდეგ მას გამარჯვებამდე მხოლოდ ორი შტატის, არიზონას და ნევადას მოგება აშორებს.

რეკლამა
eudora.ge

დონალდ ტრამპის გუნდში ამბობენ, რომ რამდენიმე შტატში, მათ შორის ვისკონსინა და მიჩიგანში ხმების გადათვლას მოითხოვენ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები