Reuters: ჩინეთმა ამერიკულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო სანქციები დაუწესა

ჩინეთმა ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო ამერიკულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შეზღუდვები შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების 20 კომპანიას შეეხო, სანქციების სიაში კი ამერიკის 10 მოქალაქე მოხვდა.

სააგენტოს ცნობით, სანქციები მათი აქტივების ჩინეთში გაყინვას ითვალისწინებს. ჩინეთის მოქალაქეებს მათთან საქმიანი ურთიერთობა ეკრძალებათ.

ოფიციალური პეკინი შეერთებულ შტატებს ერთიანი ჩინეთის პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს.