ნიკოლოზ რაჭველი: „ეს ახალი წელი ჩემთვის უცნაური, უფერული და სევდიანია“

მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ 2026 წლის დადგომას ორად გაყოფილ სამყაროში ვხვდებით. მისი თქმით, სანამ პატრიოტები თავისუფალი არ იქნებიან და უკრაინა ბოლომდე მხარდაჭერილი არ იქნება, საერო დღესასწაულები მისთვის ფორმალური და სევდიანი დარჩება.

“ვიდრე მზია, ანდრო, ზვიადი, პაატა, ოკმელა, რეზო და ასობით პატრიოტი თავისუფალი არ იქნება, ვიდრე უკრაინა უპირობოდ და ბოლომდე მხარდაჭერილი არ იქნება და ვიდრე უსამართლობა დათრგუნავს სამართალს, საერო დღესასწაულები ჩემთვის სრულიად უფერულად, ფორმალურად და სევდიანად დარჩება!”
— ნიკოლოზ რაჭველი