ილია მეორე ქართველებს ახალ, 2026 წელს ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე, მოქალაქეებს ახალ, 2026 წელს ულოცავს.

„ჩვენ ერთმანეთს ვულოცავთ დამდეგ ახალ წელს. გილოცავთ. განსაკუთრებულად მივესალმები ჩვენს ახალგაზრდობას. იმედი მაქვს, რომ ეს წელი ფეხბედნიერი იქნება. ჩვენ უნდა ვიყოთ იმედით აღსავსე”, – ნათქვამია ილია მეორის საახალწლო მილოცვაში.