ზელენსკი: პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა „ფეიკია“

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთის ფედერაციის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე დრონების თავდასხმასთან დაკავშირებულ განცხადებებს „ფეიკი” უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნულის თაობაზე ამერიკული მხარე ინფორმირებულია.

„ჩვენმა მომლაპარაკებელმა ჯგუფმა დაამყარა კომუნიკაცია ამერიკულ ჯგუფთან, სადაც განხილულ იქნა დეტალები და ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს არის „ფეიკი”. ბუნებრივია, ჩვენს პარტნიორებს საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობების გამოყენებით შეუძლიათ გადაამოწმონ, რომ მოცემული ინფორმაცია არის „ფეიკი”,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„იქ არანაირი თავდასხმა არ მომხდარა. უკავშირდება თუ არა ეს სანქციებს? შესაძლოა, გარკვეულწილად უკავშირდებოდეს კიდეც, თუმცა, ჩემი შეფასებით, აღნიშნული უფრო მეტად უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ჩვენი გუნდების მიერ ერთი თვის განმავლობაში საკმაოდ წარმატებული მოლაპარაკებები და პოზიტიური შეხვედრა შედგა”, – დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.