რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა — დაზიანდა ინფრასტრუქტურული და საცხოვრებელი ობიექტები
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით ქალაქი ზაპოროჟიე დაბომბა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი ავრცელებს.
ფიოდოროვის თქმით, საჰაერო იერიშის შედეგად ქალაქში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა. გაჩნდა ხანძარიც.
როგორც ფიოდოროვი აღნიშნავს, რუსებმა ზაპოროჟიეში სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტი დაბომბეს. აფეთქების ტალღამ კერძო სახლები დააზიანა. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია ორი მრავალსართულიანი კორპუსი და ოთხი კერძო სახლი.
