ტრამპი: პუტინმა მითხრა, რომ მის რეზიდენციას დაესხნენ — ეს მიუღებელია

დონალდ ტრამპმა უკრაინის მიერ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობაზე თქვა: „არ მომწონს. პუტინმა მითხრა, რომ თავს დაესხნენ. ახლა ფაქიზი პერიოდია. მისი სახლის დაბომბვა სხვა რამეა. ამის დრო ახლა არ არის. პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა და ძალიან გაბრაზებული ვიყავი”.

ტრამპმა დაუშვა, რომ თავდასხმა არ მომხდარიყო, თუმცა დასძინა: „გავარკვევთ. პუტინმა მითხრა, რომ ეს მოხდა”.

სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კიევის თავდასხმის მცდელობის გამო, მოლაპარაკებებში რუსეთის პოზიცია გადაიხედება.

ლავროვმა აღნიშნა, რომ 29 დეკემბრის ღამეს, ნოვგოროდის ოლქში რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობა იყო.

მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.