მიტროპოლიტი ანტონი „ტვ პირველს“ ადანაშაულებს — „ეს იყო პროვოკაცია“

„ტვ პირველს“ ვთხოვე, მაგალითი მოვუყვანე, რომ არ ამომიჭრათ – „მე ამას რომ ვამბობ, არ ამომიჭრათ“. პოლიტიკური შეფასებებიდან თავი შორს მიჭირავს, არ ვაკეთებ! მაინც მიმართეს! სულ ვეცადე, რომ პოლიტიკურ ჭრილში არ გადასულიყო ეს ჩემი ინტერვიუ. პირიქით, მაინც ისე გადამიყვანეს, რომ ლამის სახელმწიფოს დამაპირისპირეს.

სულ ვცდილობ, რომ პოლიტიკისგან თავი შორს დავიჭირო. ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულია – სახელმწიფო აკეთებს თავის საქმეს და ჩვენ ჩაურევლობის შეთანხმება გვაქვს. ვინც როგორ აზროვნებს, თავის თავს ისე წარმოაჩენს.

მთხოვეს, პიროვნების დახასიათება. მე დავახასიათე ჩემი აზრით, როდესაც ის სამსახურში იყო – რომელ ნაწილსაც მე ვიცნობ, იმ ნაწილში დავახასიათე. მათ [„ტვ პირველმა“] შეფასებებით, ფრაზებით სახელმწიფოსთან დამაპირისპირეს. ჩემთან მოსვლა უკვე იყო პროვოკაცია, ვინ მკითხავს მე! ახლა ვაცნობიერებ, რომ უკვე იყო ჩადებული პროვოკაცია“, – განაცხადა ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტმა.