ლეგენდარული ჯგუფი Queen აქამდე გამოუქვეყნებელ საშობაო სიმღერას 2026 წელს გამოუშვებს

ჯგუფი Queen გამოუშვებს გამოუქვეყნებელ საშობაო სიმღერას Not for Sale (Polar Bear).

Rolling Stone-ის ცნობით, სიმღერა შეიქმნა 1960-იანებში, როდესაც ჯგუფს Smile ერქვა, ვოკალისტი კი ტიმ სტაფელი იყო. 1974 წელს Queen-მა ფრედი მერკურისთან ერთად განაახლა მასზე მუშაობა, ალბომ Queen II-ის ჩაწერისას.

ბრაიან მეის თქმით, სიმღერის Smile-ისეული პირატული ვერსია უკვე დიდი ხანია არსებობს.

გამოშვების თარიღი უცნობია, თუმცა Not for Sale (Polar Bear)-ის საბოლოო ვერსია 2026 წელს, ალბომ Queen II-ის განახლებულ გამოცემაში გამოვა.