300-ლარიან კომპენსაციას მეტი ადამიანი მიიღებს – შემოსავლების სამსახურის განცხადება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გაფართოვდა ერთჯერადი, 300 ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე. 

პირებს, რომლებსაც ამ წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ანაზღაურება არ მიუღიათ დამქირავებლისგან (შეზღუდვების გამო), ეკუთვნით 300 ლარიანი კომპენსაცია.

დენი ძვირდება-სემეკი დეკემბრის ბოლომდე ტარიფებს დაადგენს

რეკლამა
eudora.ge

“კომპენსაციის მიღების უფლება აქვს დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და 2020 წლის 5 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო). ცვლილებამდე, დაქირავებულს კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდა, თუ მასზე არ ფიქსირდებოდა ხელფასის გაცემა 2020 წლის 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში”, – წერია განცხადებაში.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები