300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება ხვალიდან იწყება – დეტალური ინფორმაცია

300-ლა­რი­ა­ნი კომ­პენ­სა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა 3 დე­კემ­ბრი­დან იწყე­ბა. შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ პი­რებს რო­მელ­თაც 2020 წლის 28 ნო­ემ­ბრი­დან, და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვთ საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის/ობი­ექ­ტზე მომ­ხმა­რე­ბელ­თა სა­რე­ა­ლი­ზა­ციო სივ­რცე­ში დაშ­ვე­ბის/წვდო­მის უფ­ლე­ბა, 3 დე­კემ­ბრი­დან 24 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით, უნდა წარ­მო­ად­გი­ნონ ელექტრო­ნუ­ლი გა­ნა­ცხა­დი (ელექტრო­ნუ­ლი გა­ნა­ცხა­დის წარ­დგე­ნის შემ­დეგ პირს კი­დევ 2 დღე ეძ­ლე­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ის და­სა­ზუს­ტებ­ლად, 28 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით), რათა რე­გის­ტრა­ცი­ის შემ­დეგ მი­ი­ღონ ერთჯე­რა­დი 300 ლა­რი­ა­ნი კომ­პენ­სა­ცია.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი თა­ვად წარ­მო­ად­გე­ნენ ელექ­ტო­ნულ გა­ნა­ცხადს, ხოლო და­საქ­მე­ბუ­ლებ­ზე და არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ თვით­და­საქ­მე­ბულ სუ­ბი­ექ­ტებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას წარ­მო­ად­გე­ნენ დამ­საქ­მებ­ლე­ბი ან/და დამ­ქი­რა­ვებ­ლე­ბი/ობი­ექ­ტის მფლო­ბე­ლე­ბი.

რეკლამა
eudora.ge

“შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი მო­უ­წო­დებს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს და კომ­პა­ნი­ას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კი­დოს მთავ­რო­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ გეგ­მას და მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის სარ­გებ­ლო­ბის­თვის უწყე­ბას დად­გე­ნილ ვა­დებ­ში, მი­ა­წო­დონ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი წარ­დგე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ამოწ­მებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს თუ არა პირი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით გათ­ვა­ლი­სი­წი­ნე­ბუ­ლი კომ­პენ­სა­ცი­ის გა­ცე­მის პი­რო­ბას, ად­გენს შე­სა­ბა­მის პირ­თა ნუს­ხას და 3 სა­მუ­შაო, დღის ვა­და­ში და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს წა­რუდ­გენს შე­სა­ბა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ას, ხოლო აღ­ნიშ­ნუ­ლი უწყე­ბის მიერ, ასე­ვე 3 სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის ჩა­რი­ცხვის პრო­ცე­სი.

ამას­თან, კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ, რომ კომ­პენ­სა­ცი­ის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ აქვთ პი­რებს, რომ­ლებ­ზეც ფიქ­სირ­დე­ბა სა­ხელ­ფა­სო გა­ნა­ცე­მი სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­დან, ეროვ­ნუ­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო­დან, ასე­ვე სა­წარ­მო­დან, რომ­ლის აქ­ცი­ე­ბის/წი­ლის 50%-ზე მეტს ფლობს სა­ხელ­მწი­ფო, ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კა ან მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი“, – ნათ­ქვმია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები