3 მესიჯი ყოფილ პრემიერს ხალხისგან და გახარიას პირადი ცხოვრების დეტალები

დღეს, 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, თანამდებობიდან გადადგა. პრემიერმა ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირდა.

გიორგი გახარიას თქმით, მისი ურყევი პოზიციაა, რომ “ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ეკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი”

პოლიტიკურად მძიმე დღემ გახარიას მიმართ ისევ გააქტიურდა საზოგადოება.

რეკლამა
eudora.ge

ნაწილი თვლის, რომ პრემიერს ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო და უკვე ღიად აკრიტიკებს. 

ნაწილი ურჩევს ახალი პარტია შექმნას, რადგან მაღალი რეიტინგი აქვს!

ნაწილი კი უბრალოდ მოწყენილი – სოციალურ ქსელში კი ვრცელდება გახარიას ფოტო კომენტარით – “ყველა კაცი ერთნაირია, მოვლენ, შეგაყვარებენ თავს და მიდიან…” და ძნელად თუ მოიძებნება”ოცნების” მთავრობის წევრი, რომელსაც საწინააღმდეგო სქესის ამდენი “გული” მიჰყვება თან და ცოტა ადრე რომ გადამდგარიყო, იქნებ, მოესწრო და ქართველი მისტერ ვალენტინიც გამხდარიყო…

გახარიას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს. მისი მეუღლე 1983 წელს დაბადებული მარიკა ფანცულაიაა.

გახარიას მამა ზაურ გახარიაა, წარმოშობით სენაკიდან. ის პროფესორი და სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს” კოორდინატორია. ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფიზიკურად ძალიან ჰგავს მამას.

დედა მზია ლეჟავა წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ არქივში.

გახარიას მშობლები ეროვნული მოძრაობის დროს, ზვიად გამსახურდიას აქტიური მხარდამჭერები იყვნენ.

სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, გახარიას ოფიციალურ მიღებებზე მეუღლესთან ერთად ვერ შეხვდებით.

37 წლის მარიკა ფანცულაია „ავერსის” კლინიკაში ექიმი-ბაქტერიოლოგის პოზიციაზე მუშაობს. გახარია-ფანცულაიას წყვილს ერთადერთი ქალიშვილი ანნა ჰყავთ, რომელიც მედიის ობიექტივში პირველად კახა კალაძის ქორწილის შემდეგ მოხვდა.

ქვეყნის პრემიერმა კახა კალაძის და ანუკა არეშიძის ქორწილში ქალიშვილთან ერთად იცეკვა და მედიაში ამის ამსახველი ფოტო გავრცელდა.

ანნა გახარია სკოლის მოსწავლეა და სიმღერა უყვარს. ის კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილის მოსწავლე გახლდათ, რის შესახებაც ცნობილმა მუსიკოსმა სრულიად შემთხვევით, მას შემდეგ გაიგო, როდესაც 2018 წელს, ღამის კლუბებში სპეც-ოპერაცია ჩატარდა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები