” 26 დეკემბერს ახალი გირჩი დაფუძნდება, ქვეყანაში იქნება ორი გირჩი” – ზურაბ ჯაფარიძე

“გირჩის”ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ 26 დეკემბრიდან ორი “გირჩი” იქნება. მისი თქმით, პოლიტიკური პლატფორმის სახელი ისევ გირჩი იქნება და მისი ლოგოც უცვლელი იქნება.

ვის დარჩება სახელი „გირჩი“ – ზურაბ ჯაფარიძე გირჩელებს კენჭისყრას სთავაზობს

“26 დეკემბერს, 15:00 საათზე იქნება ახალი გირჩის ყრილობა, სადაც ახალი გირჩი დაფუძნდება. სახელიც იგივე იქნება, ლოგოც იგივე იქნება და რავიცი, 2 გირჩი იქნება ქვეყანაში. ვიცი, რომ ერთიც ყელში ჰქონდა ხალხს ამოსული, ამ ქვეყნის საზოგადოების რაღაც ნაწილს, მაგრამ იქნება ორი, იქნება კონკურენცია და საბოლოო ჯამში კონკურენცია აჩვენებს, ვინ უფრო კარგად აკეთებს ამ საქმეს, რაზეც ცხოვრების ბოლო წლები დავხარჯე. ვაპირებ იგივე გავაგრძელო”, – აღნიშნა მან “ფორმულასთან”.

რეკლამა
eudora.ge

ჯაფარიძის თქმით, ახალ გირჩი ახალგაზრდები იქნებიან, რომლებიც პოლიტიკით გირჩის მეშვეობით დაინტერესდნენ.

“მგონია, ზურა ჯაფარიძეს დახმარება ესაჭიროება…” – იაგო ხვიჩია

“ეს იქნება ღია პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ბევრი ახალი ადამიანის პოლიტიკაში მოსვლას. აქცენტი იქნება ახალგაზრდებზე, რომლებიც გირჩმა პოლიტიკით დააინტერესა დ ანახა, რომ პოლიტიკის კეთება შეიძლება სუფთად და წესიერად”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები