2021 წელს, შესაძლოა, პანდემია დასრულდეს, მაგრამ კორონა არსად წასვლას არ აპირებს

2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. 31 დეკემბრის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 83 მილიონს გადააჭარბა. ვირუსს 1,8 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის შესახებ მსოფლიოს კიდევ ბევრი რამის სწავლა მოუწევს, უნდა აღინიშნოს ის პროგრესი, რასაც მეცნიერებმა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მიაღწიეს.

ჩვენი რომელიმე ჰოსპიტალი ან მუშკეტერი მზად არის, გაუმკლავდეს ამ შტამის გავრცელებას? – მედიკოსები ახალ შტამზე

პანდემიიდან ერთი წლის თავზე ექიმებმა ვირუსის შესახებ უფრო მეტი რამ იციან. კერძოდ, დაიხვეწა ინფიცირებლთა მკურნალობის პროტოკოლი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ინფორმირებულები არიან როგორ შეაჩერონ ვირუსის გავრცელება, რა წესები უნდა დაიცვან.

ასევე, პანდემიიდან ერთი წლის თავზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო.

რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს ვირუსი მარტივად, როდესაც სხვებს კოვიდის მძიმე ფორმებთან გამკლავება უწევთ

არსებობს რიგი დაავადებები, რომლებიც ადამიანებს კოვიდის მიმართ მოწყვლადებს ხდის. კერძოდ, დიდი შანსია, რომ რისკ-ჯგუფში მყოფ ადამიანებს კოვიდის მძიმე ფორმები განუვითარდეთ.

მოხუცები, ადამიანები, რომლებსაც თანხმლები დაავადებები, სისხლის A ჯგუფი აქვთ კოვიდით ინფიცირების რისკ-ჯგუფში შედიან.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდა – ბრიტანული შტამის არსებობა ოთხ ნიმუშში დადასტურდა

ასევე, კვლევებმა აჩვენა, რომ კოვიდით მამაკაცები უფრო ინფიცირდებიან, ვიდრე ქალები.

დიაბეტი, მაღალი არტერიული წნება, კიბო, ასთმა, გულსისხლძარღვთა დაავადებები, – ადამიანებს ვირუსის მიმართ მოწყვლადს ხდის.

მიუხედავად ზემო აღნიშნულისა, მეცნიერებს ბევრ კითხვაზე პასუხი კვლავ არ აქვთ. მაგალითად, რატომ გადააქვს ზოგ ადამიანს კორონავირუსი უსიმპტომოდ.

რა კვალს ტოვებს კოვიდი ადამიანის ორგანიზმზე

არსებული ინფორმაციით, ზოგიერთ ადამიანს კორონავირუსის სიმპტომებთან გამკლავება გამოჯანმრთელების შემდეგ კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში უწევს. ასეთ შემთხვევებს ექიმები გრძელვადიანი კოვიდის სახელით მოიხსენიებენ.

ჯერჯერობით გრძელვადიანი კოვიდის ზუსტი სამედიცინო განმარტება და საერთო სიმპტომები განსაზღვრული არ არის. შესაძლოა, ორ გრძელვადიან კოვიდპაციენტს სხვადასხვა სიმპტომი აღენიშნებოდეს.

ევროპის ქვეყნებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების პირველი პარტია მიიღეს

თუმცა, გრძელვადიანი კოვიდისთვის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი – მუდმივი გადაღლილობის შეგრძნებაა.

სხვა სიმპტომები – სუნთქვის უკმარისობა, მუდმივი ხველა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, სმენისა და მხედველობის პრობლემები, თავის ტკივილი, სუნისა და გემოვნების დაკარგვა, გულის, ფილტვების, თირკმელებისა და ნაწლავების დაზიანება.

ასევე, მენტალური პრობლემები – დეპრესია, შფოთვა, აზროვნების უნარის დაქვეითება.

რამდენ ხანს ინარჩუნებს ადამიანი კოვიდის მიმართ იმუნიტეტს

პანდემიიდან ერთი წლის შემდეგ ექიმებს არ აქვთ ზუსტი პასუხი იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს ჩერდება გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ვირუსის ანტისხეულები.

მეცნიერები ჯერ კიდევ კვლევის პროცესში არიან.

ვაქცინაცია და მკურნალობა

პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე მსოფლიოს ქვეყნებმა კორონავირუსის ვაქცინით მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყეს.

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცა.

რეკლამა
eudora.ge

ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრები 90 წლის მარგარეტ კენანი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა.

11 დეკემბერს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა საბჭომ Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინის გადაუდებელ გამოყენებას მხარი დაუჭირა. 19 დეკემბერს კი Moderna-ს მიერ შექმნილ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია (EUA) მიანიჭა.

Moderna-ს ვაქცინაზე მწვავე ალერგიული რეაქცია პირველად გამოვლინდა

21 დეკემბერს ევროპის წამლების სააგენტომ Pfizer-ისა და Biontech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.

ევროკავშირის ქვეყნებმა ვაქცინაცია 27 დეკემბრიდან დაიწყეს.

30 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა ფართო გამოყენებისთვის Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინაც დაამტკიცა.

ჯერჯერობით არ არსებობს კონკრეტული სამკურნალოდ საშუალება, რომელიც ექიმებმა კოვიდით ინფიცირებულების სამკურნალოდ უნდა გამოიყენონ.

თუმცა, არსებობს რამდენიმე მედიკამენტი, რომელმაც კორონავირუსის მკურნალობის პროცესში დადებითი შედეგები აჩვენა.

კორონავირუსის ახალი შტამი, VOC-202012/01, ევროპის 8 ქვეყანაში დაფიქსირდა – WHO

ერთ-ერთი ასეთი პრეპარატი რემდესივირია. კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატმა შეამცირა გამოჯანმრთელებისთვის საჭირო დრო პაციენტებში.

ექიმები ცდილობენ კოვიდის სამკურნალოდ ბაზარზე არსებული სხვადასხვა მედიკამენტი გამოიყენონ. მაგალითად : დექსამეტაზონი, ავიგანი, ჰიდროქსიქლოროქინი.

დამთავრდება პანდემია 2021 წელს?

„არ მგონია ვინმეს ზუსტად შეეძლოს იმის თქმა, თუ როგორი იქნება პანდემიის დასასრული“,- ამბობს მინესოტას უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი, მაიკლ ოსტერჰოლმი.

მისი თქმით, თუ ვაქცინაცია შეძლებს ადამიანებს კოვიდის მიმართ გრძელვადიანი იმუნიტეტი გამოუმუშაობს, მაშინ ვირუსის გადაცემის მასშტაბი საგრძნობლად შემცირდება.

როგორც ოსტერჰოლმი აღნიშნავს მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მასშტაბით ადამიანების კოვიდის ვაქცინით აცრა დაიწყო, მედიკამენტების პოლიტიზირებამ საზოგადოებაში უნდობლობა გაღვივა.

„ზოგმა ქვეყანამ კორონავირუსის გავრცელების კონტროლი ვაქცინის გარეშეც შეძლო. მაგალითად, ამერიკაში ვიცით, რომ პრევენციული ზომები, როგორიცაა პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, მასშტაბური ტესტირება, ვირუსის შესაჩერებლად საკმაოდ ეფექტურია“,- ამბობს ბრაუნის უნივერსისტეტის მკვლევარი, მეგან რენი.

რა განსხვავებაა დაავადებულსა და ინფიცირებულს შორის? – ლევან რატიანის განმარტება

რენისა და ოსტერჰოლმის თქმით, კორონავირუსის პირველი ტალღის დროს აღნიშნულმა წესებმა მარცხი განიცადა. მათი თქმით, ამის მიზეზი ადეკვატური გეგმის არ არსებობა იყო.

„გაუარესდება თუ არა ეს ტენდენცია 2021 წელს დამოკიდებული იქნება მთავრობის სტრატეგიაზე. ჩვენ გვჭირდება ეროვნული გეგმა. სიტუაცია შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში, რადგან მას შესაბამისი გეგმა აქვს, რომლის განხორციელებასაც აპირებს“,- აღნიშნავენ რენი და ოსტერჰოლმი.

თუმცა, თუ მოსახლეობა პრევენციულ ზომებს არ დაიცავს მომავალში, შესაძლოა, უარესი შედეგები მივიღოთ.

„თუ აშშ-მ მომავალში მოქმედება ისე განაგრძო, როგორც ამას წარსულში აკეთებდა, მაშინ საავადმყოფოში კოვიდით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა გაიზრდება. კვლავ გაგრძელდება ლოქდაუნები, შიში, შფოთვა და გვექნება გაუარესებული ეკონომიკა“,- ამბობს რენი.

პანდემიის დასრულების შემდეგ, კორონავირუსი ცირკულირებას კვლავ განაგრძობს?

ექსპერტების თქმით, მას შემდეგ, რაც პანდემია დასრულდება, კორონავირუსი მსოფლიოში კიდევ იარსებებს. რამდენ ხანს განაგრძობს ვირუსი ცირკულირებას დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დაიცავს კოვიდის ვაქცინები ადამიანებს რეინფიცირებისაგან. ასევე, იმუნიტეტის ხანგძლივობაზე.

ჯერჯერობით მსოფლიოში რეინფიცირების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა აღრიცხული. თუმცა, მეცნიერების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რეინფიცირების შემთხვევები გახშირდება და ადამიანები ვირუსის მიმართ გრძელვადიანი იმუნიტეტის გამომუშავებას ვერ შეძლებენ, კორონავირუსი მსოფლიოში კიდევ დიდხანს დარჩება.

მაგალითისთვის, თუ ადამიანები კოვიდის მიმართ იმუნიტეტს 40 კვირის განმავლობაში შეინარჩუნებენ, მაშინ COVID-19-ის აფეთქებები, შესაძლოა, ყოველწლიურად მოხდეს.

იმ შემთხვევაში თუ იმუნიტეტი 2 წელს გაგრძელდება, მაშინ, შესაძლოა, კოვიდის აფეთქება ყოველ ორ წელში ერთხელ იყოს.

თუ მოსახლეობა შეძლებს კოვიდის მიმართ მუდმივი და გრძელვადიანი იმუნიტეტის გამომუშავებას, მაშინ დიდი შანსია იმის, რომ ვირუსი მთლიანად გაქრეს. თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, ამის ალბათობა მცირეა, რადგან რესპირატორული ვირუსები და გრიპის ვირუსები გრძელვადიანი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ნაკლებად იწვევენ.

ექსპერტების თქმით, ეფექტურმა ვაქცინამ და პრევენციულმა ზომებმა, შესაძლოა, მომავალში ვირუსის აფეთქებები თავიდან აგვარიდებინოს.

იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდით ინფიცირებულთა 30%-ს ვირუსი უსიმპტომოდ გადააქვთ, მეცნიერები ფიქრობენ, რომ კორონავირუსი მალე არ გაქრება, როგორც ეს SARS-ის შემთხვევაში მოხდა. მათი თქმით, SARS-მა ცირკულირება მალევე იმიტომ შეწყვიტა, რომ ყველა ინფიცირებულ ადამიანს სიმპტომები აღენიშნებოდათ და ამიტომ ექიმები მათ იზოლაციას სწრაფადვე ახდენდნენ. შესაბამისად, მალევე ხდებოდა მათი კონტაქტების გამომჟღავნება.

„იმ ყველაფერზე დაყრდნობით, რაც ახლა კოვიდზე ვიცით, კორონავირუსი, შესაძლოა, ენდემური გახდეს და ჩვენთან კიდევ დიდხანს დარჩეს“, აცხადებს დრიუს უნივერსიტეტის იმუნოლოგი, ბარკერი.

მომზადებულია sciencenews-ის მიხედვით

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები