2 ათასი ლარით წამოწყებული წარმატებული ბიზნესი – რას გთავაზობთ „AMAZON SHOP“

ონლაინ მაღაზია “AMAZON SHOP”-მა ქართულ ბაზარზე საკუთარი თავის დამკვიდრება რამდენიმე თვეში საკმაოდ წარმატებულად მოახერხა.

კორონავირუსის პანდემიის დროს, 2 ათასლარიანი ბიუჯეტით წამოწყებული ბიზნესი კომპანიის დამფუძნებლებისა და მის თანამშრომლებისთვის დიდი წარმატების მოპოვების საწინდარი გახდა.

ტრენერების მიერ დაფუძნებული ონლაინ მაღაზია დღეს საკუთარ მომხმარებელს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების თქვენთვის სასურველ როგორც მსხვილ, ისე წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და თავის მოვლის საშუალებების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს.

რა გახდა მცირე პერიოდში კომპანიის წარმატების საწინდარი და რა უპირატესობები გააჩნია მას? – ამ საკითხებზე „AMAZON SHOP“-ის დამფუძნებელი, მარკეტინგის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ჭიკაძე საუბრობს:

„ჩვენი კომპანია კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დაარსდა. ამ კომპანიის დაარსების მიზანი თავდაპირველად სავარჯიშო რეზინების გაყიდვა იყო, რადგან ეს ფირმა ტრენერებმა დავაარსეთ. კორონავირუსის პანდემიის დროს იმ დონეზე გახდა ქვეყანა უმოძრაო, რომ ჩვენ დრო სასიკეთოდ უნდა გამოგვეყენებინა, ან უბრალოდ ქუჩაში გავსულიყავით, “ბესეტკაში” დავმსხდარიყავით და ნარდი გაგვეგორებინა.

ამ საქმეში ერთ თვეში ჩაერთო ოთხი პარტნიორი ბანკი. ჩვენმა კომპანიამ შეძლო, რომ დაესაქმებინა 15 ადამიანი. ჩვენ შევძელით, ეს ყველაფერი 2 ათასი ლარის ბიუჯეტით გაეკეთებინა. თავდაპირველად ამ საქმის კეთება სახლიდან დავიწყეთ, შემდეგ ჩავრთეთ ოჯახის მეგობარი, ძმაკაცი, საკუთარი ძმა, ჩვენი ნდობით აღჭურვილი პირი და ესე ერთობლივად 2 ათასი ლარით წინ და წინ წავედით, დღეს კი უკვე დიდ მასშტაბებზე ვართ გასულები“.

– რა უპირატესობები აქვს თქვენს კომპანიას?

– ჩვენ არ ვართ კომპანია, რომელიც აგებულია გამოსძალოს ადამიანს გარკვეული თანხა იმის მიუხედავად, რომ ის ჩაკეტილია. ჩვენ მომხმარებელს პროდუქტთან ერთად  დამატებით სრულიად უსასყიდლოდ ვაწვდით სადენზინფექიო ხსნარებს, პირბადეებს. ჩვენს ყველა პროდუქციას დეზინფექცია უკეთდება.

აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ  „AMAZON SHOP“ ნამდვილად იმსახურებს  გახდეს „თიბისის“ ბიზნესდაჯილდოების სტარტაპერების ნომინაციაში ყველაზე წარმატებული კომპანია.

რეკლამა
eudora.ge

კონკრეტულად, რა სახის პროდუქტებს აწარმოებს კომპანია, ამ საკითხზე „ამაზონ შოპის“ მენეჯერი და კომერციული დირექტორის მოადგილე ანა ბიბილაშვილი  საუბრობს:

„პროდუქცია, რომელსაც ჩვენ რეალიზაციას ვუწევთ, არის ყველაფერი, რაც მოთხოვნადია, რაც მომხმარებელს, შესაძლოა, დასჭირდეს საკუთარი ყოფის გასაუმჯობესებლად, ესენია: წვრილი ტექნიკა, მსხვილი ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები, მობილურები, მაცივრები, ტელევიზორები. აბსოლუტურად სრული კომპლექტი გვაქვს იმისთვის, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ ყველაფერი, რაც მას სურს.

ჩვენთან არ არსებობს სიტყვა არ გვაქვს, რადგან გვაქვს ყველაფერი, რაც შეიძლება მომხმარებელს დასჭირდეს. ხშირად მოდის მომხმარებლისგან პრეტენზია, რომ პროდუქტის მიწოდების ფულს მაინც ახდევინებენ, ჩვენთან ასე ნამდვილად არ ხდება.

– რამდენად მაღალია ინტერესი საზოგადოების მხრიდან თქვენს პროდუქტებზე?

– მომართვიანობა და ინტერესი საკმაოდ მაღალია, რადგან ყველა სეგმენტზე გვაქვს გათვლილი მომსახურება და პროდუქცია.

კომპანია „AMAZON SHOP“ დაინტერესებულ პირებს ტრენინგების გასავლელადაც იწვევს და კომფორტული გარემოს შექმნას სთავაზობს.

კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ჭიკაძე: მინდა ყველა ახალგაზრდას მივცე იმის შანსი, რომ მოვიდეს ჩვენს კომპანიაში, გაიაროს ტრენინგი, კურსი, ეს იქნება სოც. მედია მარკეტოლოგი, digital მარკეტინგი, „ქოფი-რაითინგი“, ოპერატორობა, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენთან ყველასთვის კარი ღიაა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები