11 ათასი რესტორნიდან, მხოლოდ 500 გადარჩება – შოთა ბურჯანაძე

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, თუ რესტორნებს გახსნის უფლება მინიმუმ 15 იანვრიდან არ მიეცემათ, შემდეგ ოპერირებას ვეღარ შეძლებენ.

როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შეზღუდვის დიდხანს გაგრძელების პირობებში რესტორნებს იჯარით აღებული ფართების დატოვება მოუწევთ.

2021 – რას უნდა ველოდეთ და როგორ შევხვდეთ თეთრი ხარის წელს

რეკლამა
eudora.ge

„მთავარი პრობლემაა ოპერირების შეზღუდვა. თუ ოპერირებას ვერ შევძლებთ და ეს მინიმუმ 15 იანვრიდან არ დაიწყება, როდესაც გადაწყდება, რომ გაიხსენით, რესტორანი უბრალოდ ვერ გაიხსნება. რესტორნების 80% იჯარითაა, თუ შეზღუდვა დიდხანს გაგრძელდება მეიჯარეები ვერ შეძლებენ შეღავათის გაკეთებას რესტორნებისთვის და რესტორნებს მოუწევთ ფართიდან გამოსვლა. თუ ავიღებთ პანდემიამდე სიტუაციას, როდესაც 11 000-მდე ობიექტი არსებობდა, აქედან მხოლოდ 500 გადარჩება”,-აღნიშნა მან “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადავიდნენ. დასაშვებია პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი”, „დრაივი”.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები