პოლიტიკოსები შეცდომებს უშვებენ, რომლებსაც საზოგადოება იშვიათად თუ პატიობს. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ პოლიტიკურ სექს-სკანდალს (Top 10 Infamous Political Sex Scandals in the USA), რომელიც პოპულარულმა ვიდეოპორტალმა WatchMojo.com-მა შეადგინა.
10. მსახიობი და პოლიტიკოსი არნოლდ შვარცენეგერი – მან მეუღლეს მოსამსახურესთან უღალატა, რომელმაც შვილიც კი გაუჩინა.

9. მარკ სენფორდი, სამხრეთ კალიფორნიის გუბერნატორი – მარკ სენფორდი ყველასთვის მოულოდნელად გაუჩინარდა. არანაირი ინფორმაცია არ იყო მის შესახებ ერთი კვირის განმავლობაში…მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სენფორდი იმყოფებოდა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში, სადაც ერთკვირიანი რომანი ჰქონდა არგენტინელ ჟურნალისტთან.

8. ლერი კრეიგი, სენატორი – ის ცნობილი იყო, როგორც ანტი-გეი აქტივისტი, თუმცა საპირფარეშოში სწორედ მამაკაცთან ერთად გამოიჭირეს.

7. ძმები კენედები – გავრცელებული ჭორების თანახმად, ჯონ კენედის ფარული ურთიერთობა ჰქონდა 50-60 -იან წლების სექსიმბოლოსთან, მერილინ მონროსთან ჯონის გარდაცვალების შემდეგ, ბობმა ურთიერთობა გარდაცვლილი ძმის ცოლთან, ჯეკისთან დაიწყო.

6. გერი კონდიტი, ყოფილი პოლიტიკოსი და დემოკრატიული პარტიის წევრი – როდესაც სტაჟიორი შანდრა ლივი გაუჩინარდა, გერის და მისმა ურთიერთობამ საერთაშორისო ყურადღება მიიქცია. იყო ეჭვები, რომ გერის წვლილი მიუძღვოდა მის გაუჩინარებაში, მაგრამ შანდრას მკვლელი მოგვიანებით დააკავეს.

5. გერი ჰარტი, სენატორი – “დემოკრატების პარტიის” ლიდერი საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობისთვის იბრძოდა. როდესაც, გამოაშკარავდა, რომ მას ჰყავდა ახალგაზრდა საყვარელი, მის კანდიდატურას წერტილი დაესვა.

4. ელიოტ სპიტცერი, ნიუ-იორკის გუბერნატორი – ელიოტი ესკორტის სააგენტოს მუდმივი კლიენტი იყო და როგორც გაირკვა, მან ამ მომსახურებაში 80 000 დოლარი დახარჯა.

3. ენტონი ვინერი, კონგრესმენი – კონგრესმენი ნამდვილი სექს-მანიაკი იყო. ხშირად ჰქონდა ვირტუალური სექსი სოციალურ ქსელში…პარტნიორებს უგზავნიდა ინტიმურ ფოტოებს, რომელიც მოგვიანებით ინტერნეტ-სივრცეში გამოქვეყნდა.

2. ჯონ ედვარდსი, სენატორი – როგორც აღმოჩნდა, ედვარდსმა საყვარელთან შვილი გააჩინა მაშინ, როდესაც მისი ცოლი სიმსივნისგან იღუპებოდა.

1. ბილ კლინტონი, პრეზიდენტი – აშშ-ს სამარცხვინო პოლიტიკური სექს-სკანდალების ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო და დასამახსოვრებელი იყო ბილ კლინტონის და მონიკა ლევინსკის სექსუალური სკანდალი.
