​კორონავირუსს ახალი წელი არ მოუკლავს – კალაძე

არც ჩვენი ქვეყანა და არც ჩვენი დედაქალაქი არ დაბრუნდება სიბნელეში. ​კორონავირუსს ახალი წელი არ მოუკლავს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„ახლოვდება ახალი წელი და მიზანმიმართულად ხდება ამ საკითხის წამოწევა – რაში გვჭირდება განათებები, ახალი წელი.

არც ჩვენი ქვეყანა და არც ჩვენი დედაქალაქი არ დაბრუნდება სიბნელეში. ​კორონავირუსს ახალი წელი არ მოუკლავს, ახალ წელს ელოდებიან ბავშვები, ახალგაზრდები, ყველა ადამიანისთვის ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დღესასწაული შედგეს.

რეკლამა
eudora.ge

ქალაქი წელსაც მოირთვება, იქნება ლამაზი, მოკრძალებული, შეიძლება ისე ვერ გავაკეთოთ, როგორც წინა წლებში, მაგრამ გპირდებით, საახალწლოდ მორთული დედაქალაქი ძალიან ლამაზი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები