ჯო ბაიდენი კორონავირუსზე საჯაროდ აცრას აპირებს

მანამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ, პირდაპირ ტელეეთერში აცრის სურვილი უკვე გამოთქვა ქვეყნის ყოფილმა სამმა პრეზიდენტმა.

 ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა მიბაძოს აშშ-ის ექს-პრეზიდენტებს და საჯაროდ აიცრას კორონავირუსზე. ამის შესახებ მან CNN-ის ეთერში განაცხადა.

ვაქცინაცია

ბაიდენის თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი COVID-19-ის ვაქცინის უსაფრთხოებას დაადასტურებს, ის სიამოვნებით მოსინჯავს მას საკუთარ თავზე.

როგორც ბაიდენმა განმარტა, ამერიკელები კარგავენ რწმენას კოვიდ–ვაქცინის ეფექტურობის მიმართ და ამიტომაც გადაწყვიტა, მიბაძოს შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტების მაგალითს.

მანამდე კორონავირუსზე პირდაპირ ეთერში აცრის მზადყოფნა უკვე გამოთქვეს ბარაკ ობამამ, ჯორჯ ბუში–უმცროსმა და ბილ კლინტონმა.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები