ჯო ბაიდენი დღეს 78 წლის გახდა

დღეს, 20 ნოემბერს აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს 78 წელი შეუსრულდა.

ჯო ბაიდენმა სულ ახლახან, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. იგი ისტორიაში შედის, როგორც აშშ-ის ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი, რითიც შტატების მეორმოცე პრეზიდენტ – რონალდ რეიგანს ერთი წლით ასწრებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დონალდ ტრამპი, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, აქამდე ყოფილ პრეზიდენტთა შორის ხანდაზმულობით, მეორე ადგილს იკავებდა.

შარშან, ბაიდენის საპრეზიდენტო შტაბმა გაავრცელა მაშინდელი პრეზიდენტობის კანდიდატის „ავადმყოფობის ისტორია“, რითიც მისი სიჯანსაღისა და მხნეობის ჩვენებით, ხალხს დაუმტკიცეს, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო მოვალეობების შესრულებას წარმატებით შეძლებდა.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები