ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვითიზოლაციაში გადავიდა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსი თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ღებრეისესუი “ტვიტერზე” წერს.

რეკლამა
eudora.ge

მისი თქმით, თავს კარგად გრძნობს და სიმპტომები არ აღენიშნება.

“Covid-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ თვითიზოლაციაში გადავედი, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში დავრჩები. თავს კარგად ვგრძნობ და სიმპტომებიც არ მაქვს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის შესაბამისად მუშაობას სახლიდან გავაგრძელებ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველანი ვიცავდეთ სამედიცინო მითითებებს. ასე გავწყვეტთ COVID-19-ის გადაცემის ჯაჭვებს, აღვკვეთთ ვირუსის გავრცელებას და დავიცავთ ჯანმრთელობის სისტემებს”, – წერს ღებრეიესუსი.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები