ჯანდაცვამ გაწირა ექიმები, ექთნები, სანიტრები და პაციენტები – გეტყვით რატომ!

ბექა ერაძე, ტრავმატოლოგ-ორთოპედი ტვ პირველი ეთერში, ამბობს:

“დაახლოებით 100 წლის წინ გვაქვს ამის მაგალითი – ცნობილი ესპანური გრიპი, რომელმაც ყველაზე ბევრი ადამიანი შეიწირა. მე არ ვიცი, კორონავირუსი რითი დაამთავრებას, ღმერთმა გვაშოროს ის შედეგი. ოფიციალური მონაცემებით 17-დან 40 მილიონამდე გვამია დაფიქსირებული, რომელიც ესპანურ გრიპს შეეწირა. თუმცა, არარეგისტრირებული შემთხვევების გასაგებად, მინიმუმ სამზე უნდა გადავამრავლოთ და ჩვენი ჯანდაცვის წარმომადგელებიც იგივეს აღნიშნავენ. ე.ი. 100-120 მილიონი ადამიანი შეიწირა ამ გრიპმა.

100 წლის წინ, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მაინც მოახერხეს და რაღაცნაირად ორგანიზება გაუწიეს მაშინ იმ გრიპს, ძალიან რთული იყო ყველა ქვეყნისთვის. მაგრამ, ამის ორგანიზება ბევრად უკეთ მოხდა, ვიდრე ეს ხდება დღეს.

აშენდა იზოლირებული ბანაკები, მალე მოხდა ორგანიზება და რამოდენიმე თვეში, ომისგან დაზარალებული ადამიანები (დაჭრილები), სხვა დაავადებების მქონე ადამიანები ცალკე ბანაკებში გადაიყვანეს და ცალკე გადაიყვანეს ინფიცირებული ადამიანები.

თან ეს მაშინ, როცა არც ბიუჯეტი იყო ამდენი, არც რესურსი და მაინც მათ მოახერხეს გამკლავება.

დღევანდელი რეალობა ასეთია – მილიარდები, რომლებიც გამოყოფილი იყო ეპიდდახმარებისთვის, ამ თანხიდან არავითარი კოვიდცენტრი არ შენდება და არსებულ კლინიკებს ვტვირთავთ ეპიდსიტუაციისთვის.

რეკლამა
eudora.ge

ჩემი კოლეგების სახელით გესაუბრებით, 80 პროცენტი დამეთანხმება, კლინიკებში არსებული სიტუაცია, ცოტაც რომ ასე გაგრძელდეს, მივა იქამდე, რომ სხვა დაავადებების მქონე ადამიანები საერთოდ ვერ იმკურნალებენ და რამოდენიმე კლინიკა დარჩება, რომელიც ვერ გაულებს იმას, რასაც უნდა გაუძლოს.

მოუმზადებელს ვერ დავარქმევ მე ამ სიტუაციას, ჯანდაცვამ გაწირა ექიმები, ექთნები, სანიტრები და პაციენტები! გეუბნებით, რომ გაწირა და რატომ – კლინიკაში ინფიცირდება ექიმი, პაციენტი, ოღონდ სხვა, სხვა დაავადებით რომელიც მკურნალობს. მე მაგალითად ტრავმატოლოგი ვარ და ჩემ კლინიკაში ჩემი კოლეგების 80 პროცენტი ინფიცირებულია, რამდენიმე ადამიანი ვართ დარჩენილნი. რესურსი აღარ არის. არც გადამზადება მომხდარა, არც ექთნის, არც ექიმის, არც რეზიდენტის. ისეთ ექიმებს ვთხოვთ დახმარებას, რომელთა კომპეტენციაც ამ სფეროს ცდება და ეს არის პაციენტისთვის დამღუპველი. სხვა სპეციალისტია ის ადამიანი და ვერ მიხედავს ისე, როგორც საჭიროა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები