ხვალიდან ვაკეში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება – ვინ ისარგებლებს უფასოდ და რა შეღავათი ექნებათ ვაკელებს

ვაკის რაიონში, 20 ნოემბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სიტემა ამოქმედდება. ზონალური პარკირებისთვის აღნიშნულ რაიონში 1 629 ადგილია განსაზღვრული.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილების პარკირებისთვის 1 577 ადგილია გამოყოფილი, შშმ პირთათვის 47 ადგილი, ხოლო ელექტრომობილების დამუხტვისთვის ხუთი ადგილია განსაზღვრული.
ზონალურ-საათობრივი პარკირების სივრციდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებ მოქალაქეებს, ან იმ პირებს, რომლებსაც ამ ტერიტორიაზე უძრავი ქონება გააჩნიათ,უფლება აქვთ, მათ მიერ გათვალისწინებულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზეუფასო პარკირებით ისარგებლონ. ამასთანავე, ზონალური პარკირებით სარგებლობაუფასოდ, შშმ პირებს და ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ.
ნებისმიერი პირისთვის 24 საათის განმავლობაში, პარკირების პირველი 15 წუთიუფასოა.
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაკის რაიონში შემდეგნაირად გადანაწილდა:
ილია ჭავჭავაძის გამზირი – 41 ადგილი; ატენის ქუჩა – 12 ადგილი;ნინო რამიშვილის ქუჩა – 8 ადგილი; ნუგზარ საჯაიას ქუჩა – 56 ადგილი; ლევანმიქელაძის ქუჩა – 62 ადგილი; თენგიზ აბულაძის ქუჩა – 27 ადგილი; ნიკოლოზყიფშიძის ქუჩა – 53 ადგილი; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა – 29 ადგილი; ქაქუცაჩოლოყაშვილის გამზირი – 31 ადგილი; არჩილ მიშველაძის ქუჩა – 81 ადგილი;ირაკლი აბაშიძის ქუჩა – 316 ადგილი;
მცხეთის ქუჩა – 79 ადგილი; შროშის ქუჩა – 22 ადგილი; იოველ ქუთათელაძის ქუჩა -8 ადგილი; ვასილ ბარნოვის ქუჩა – 50 ადგილი; ტარას შევჩენკოს სკვერისმიმდებარედ – 39 ადგილი; კორნელი კეკელიძის ქუჩა – 101 ადგილი; ზაქარიაფალიაშვილის ქუჩა – 299 ადგილი; ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა – 15 ადგილი;ნაფარეულის ქუჩა – 21 ადგილი; რაფიელ ერისთავის ქუჩა – 11 ადგილი; ბაზალეთისქუჩა – 10 ადგილი; დიდიმ მირცხულავას ქუჩა – 26 ადგილი; დიმიტრი არაყიშვილისქუჩა – 42 ადგილი; ოთარ თაქთაქიშვილის ქუჩა – 21 ადგილი; ლადო კავსაძის ქუჩა -17 ადგილი; ნიკოლოზ ბერძენიშვილის ქუჩა – 28 ადგილი; ილო მოსაშვილის ქუჩა -111 ადგილი.
ზონალური პარკირებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ჯიხურებიგანთავსებული იქნება შემდეგ ლოკაციებზე:
თამარაშვილის ქუჩა N11; ყიფშიძისქუჩა N9; მიშველაძის ქუჩა N2; ბერძენიშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირისმ კვეთა N62; აბაშიძის ქუჩა N40; მრგვალი ბაღი; ფალიაშვილის ქუჩა/გეგეშიძის ბაღი; კეკელიძის ქუჩა N14. მუნიციპალურ პავილიონებში მოქალაქეები პარკირებისშესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ან უძრავი ქონების მფლობელებმა უფასოპარკირებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე – www.tp.ge, სადაც IDბარათით რეგისტრაციის შემდეგ, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დასაკადასტრო კოდი აღინიშნება.

ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით, მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ,გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით,ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაცნომრების მიხედვით, ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები