ხელისუფლებას არ ადარდებს ათასობით ადამიანის ბედი – კიდევ ერთი აქცია, რომელსაც შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით ამჯერად ავტოიმპორტიორები მართავენ

დღეს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ერთმანეთის პარალელუად რამდნეიმე აქცია ერთი და იგივე მიზზით იმართება – დაწესებული შეზღუდვების გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები სახელმწიფოს მათი საქმიანობის გაგრძელებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ოჯახებს შიმშილი ემუქრებათ.

აქცია იმართება რუსთავშიც, სადაც ავტოიმპორტიორები არიან შეკრებილები და რუსთავის ავტობაზარზე მუშაობის უფლებას ითხოვენ.

“ამით ვარჩენთ ოჯახებს და ორი კაპიკი შეგვაქვს სახლში. რომელი ეხლა ესენი ერთჯერად დახმარებას იძლევიან, იყო დაკეტილი და კაციშვილის 1 თეთრი არ მიუღია”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეებს დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე, შეუერთდა, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებას უმუშევრად დარჩენილი ადამიანების ბედი არ ადარდებს:

რეკლამა
eudora.ge

“ეს ადამიანები არიან მართლები თავიანთ მოთხოვნებში. არავითარი საფრთხე კოვიდის გავრცელებისა ღია სივრცეში არ არსებობს, უბრალოდ საქართველოს ხელისუფლებას არ ადარდებს იმ ათასობით ადამიანის ბედი, რომლებიც თავისით, ყველას დახმარების გარეშე, ეწევიან კომერციულ საქმიანობას”, – აღნიშნავს დავით კირკიტაძე.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც სურსათის გარდა ყველა სახის ვაჭრობა აიკრძალა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები