“ხალხს ჭკუა რომ ჰქონდეს არჩევნებში 70%-ს ავიღებდი” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია, ისტორიულად და იდეოლოგიურად, მუშაობს იმ პრობლემებზე, რაც აწუხებს მოსახლეობის 70%-ს, ამიტომ, “ხალხს ჭკუა რომ ჰქონდეს”, სწორედ ამ შედეგს მიიღებდნენ არჩევნებზე

რეკლამა
eudora.ge

“ჩვენი პარტია მუშაობს და იბრძვის იმ პრობლემებზე, რაც აწუხებს ჩვენი ხალხის 70%-ს, საერთოდ, ისტორიულად და იდეოლოგიურად”, — განაცხადა ნათელაშვილმა.

კითხვაზე, ელოდებოდა თუ არა 70%-ის აღებას არჩევნებზე, ნათელაშვილი პასუხობს, – “რატო არა, ჭკუა რომ ჰქონდეს კი, ხალხს”.

ნათელაშვილი განმარტავს, რომ შეუძლებელია გაყალბებული არჩევნების შედეგების მიხედვით იმსჯელო, რომელი პარტია რამდენ ხმას აიღებდა, თუმცა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში დარჩენას, მაინც არ ელოდა.

“აბა რას გაიგებ, გაყალბებულ არჩევნებში ვის რამდენი დააკლდა, ვის რამდენი უნდა აეღო?! ყოველ შემთხვევაში, არ ველოდებოდი ქართული ოცნების ხელისლფებაში დარჩენას, ხალხთან ერთად”, — განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები