წმინდა გიორგის მადლი და ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს – ილია მეორე

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქმა ღამისთევის მსახურება წმინდა ელია თეზბიტელის ტაძარში აღავლინა.

რეკლამა
eudora.ge

ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ელია თეზბიტელის ტაძარში ღამისთევის მსახურება აღავლინა, დალოცა და გიორგობა მიულოცა მრევლს და სრულიად საქართველოს.

„წმინდა გიორგის მადლი და ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა პატრიარქმა მსახურების ბოლოს.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები