საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე წელს პირველად, არჩევნებზე არ მივა. ამის შესახებ „სითინიუსს“ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, უწმინდესი ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს.
„პატრიარქის თავს კარგად გრძნობს, წნევები აწუხებს, ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს. ალბათ უფრო ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, – გვითხრა უწმინდესის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ.