ძნელია თურმე, ნიკა გვარამიას ოჯახს რომ უთვალთვალებენ… მზეთუნახავი ჰყავს სახლში, თუ რატომ არის გაღიზიანებული?

„მისი პერფორმანსები და თავდასხმები დასავლურ ღირებულებებზე, მისი ისტერიკა არის ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის გაბომჟებული სახე“,- ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანი ამბობს, გვარამიას საქციელების ყურება პიროვნულად მძიმე საყურებელია.

„მისი პერფორმანსები და თავდასხმები დასავლურ ღირებულებებზე, მისი ისტერიკა არის ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის გაბომჟებული სახე. ეს არის ძალიან მძიმე სანახაობა პიროვნულად, რადგან მას მთლიანად ჩაეფუშა ის გეგმა, რაც იყო ხელისუფლების ნებისმიერი გზით ცვლილება შესაბამისად რეაქციაც არის გამარგინარებული ადამიანის. ძნელია კომენტარი გააკეთო ადამიანზე, რომელიც სტრატეგიულ ელჩზე მსგავს თავდასხმას ახორციელებს.

ოჯახი ყველას გვყავს. რას ამბობთ, ძნელია თურმე, ნიკა გვარამიას ოჯახს, რომ უთვალთვალებენ მზეთუნახავი ჰყავს სახლში თუ რატომ არის გაღიზიანებული? სხვებსაც გვყავს ოჯახი“,- ამბობს თეა წულუკიანი.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები