ცესკოს შენობასთან სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად გაუშვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად გაუშვა. 

რეკლამა
eudora.ge

ადგილზე ოპოზიციის ლიდერები ჯერჯერობით არ მისულან, ცესკოს შენობასთან მხოლოდ აქტივისტები არიან. 

პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, შენობაში ვერავინ შევა და გავა, მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება. 

ოპოზიციამ ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცა. მათი მთავარი მოთხოვნა თამარ ჟვანიას გადაყენება, ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტმაპიმრების გათავისუფლება იყო. მას შემდეგ, რაც დრო ამოიწურა, ოპოზიციამ ცესკოსთან გადანაცვლება გადაწყვიტა

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები