ცალ ფეხზე ჰკიდიათ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, გვიწევს ღმერთისა და ნაცნობების იმედად ყოფნა, ვისაც ნაცნობები არ ჰყავს, უნდა მოკვდეს სახლში

კოვიდინფიცირებული ორსული ექთანი ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ – 28 წლის ეკატერინე მჟავანაძე, რომელსაც ორსულობის მეთვრამეტე კვირაზე ვირუსი დაუდასტურდა, კლინიკაში მხოლოდ ახლობლების ჩარევის შემდეგ მოხვდა.

რეკლამა
eudora.ge

პაციენტის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში სრული კოლაფსია. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები უყურადღებოდ არიან მიტოვებულები, კლინიკებში არც საწოლებია საკმარისი და არც სამედიცინო პერსონალი. გარდა ამისა, ექიმებს არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია, რის გამოც პაციენტები იღუპებიან.
მჟავანაძის განცხადებით, ის ექთანია და სწორედ ამიტომ იუწვდებოდა ხელი იმ ბაზაზე, სადაც კოვიდდადებითი პაციენტები არიან აღრიცხულები. რომ არა მისი პროფესიული საქმიანობა, ეკატერინე ვერც გაიგებდა, რომ ანალიზებით კორონავირუსი დაუდასტურდა:

“საშინელი შეგრძნებაა, მსგავსი რამ არც მქონდა გამოცდილი… ჰაერი აღარ მომეწოდება საერთოდ, თითქოს რაღაც უხილავი ძალა ყელში გიჭერს და იხრჩობი. 26 ნოემბერს, გამთენიისას ისევ დავრეკე 112-ში, სუნთქვა უკვე ძალიან მიჭირდა, დამეთანხმნენ, რომ გადაყვანა მესაჭიროებოდა, მით უფრო, რომ ორსულად ვიყავი და სუნთქვის გაძნელება მქონდა, მაგრამ დღემდე არავინ გამოჩენილა. მეუბნებოდნენ, რომ არსად არ არის ადგილი და როგორც კი რაღაც გამოჩნდებოდა, დამიკავშირდებოდნენ. ამასობაში მდგომარეობა მძიმდებოდა. სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ მაგათ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, გვიწევს ღმერთისა და ნაცნობების იმედად ყოფნა, ვისაც ნაცნობები არ ჰყავს, უნდა მოკვდეს სახლში.

მინდა ეკატერინე ტიკარაძეს ხმა მივაწვდინო და ვუთხრა, ის ცინიზმი მაინც მოიშოროს, რასაც ამდენი ხანია ეწევა. მარტო ტიკარაძე არ არის ამაში დამნაშავე, დამნაშავეა ისიც, ვინც ტიკარაძე ამ პოსტზე მოიყვანა, თავად კი შუშის სასახლეშია გამოკეტილი. ჩამოცილდეს ქვეყანას და გზა დაუთმოს იმ ადამიანებს, ვინც მართლა იციან საქმის კეთება და ხალხს სასიკვდილოდ არ გაწირავს” – განაცხადა ეკატერინე მჟავანაძემ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები