ჩინეთის ქალაქ უხანის მოსახლეობა ჰელოუინის აღსანიშნად შეიკრიბა

კორონავირუსის პანდემიის თავდაპირველ ეპიცენტრში, ჩინეთის ქალაქ უხანში, სადაც ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება, მოსახლეობა ჰელოუინის დღესასწაულის აღსანიშნად შეიკრიბა. ქუჩაში გამოსული ადამიანები ყოველწლიურ ღონისძიებაზე დასასწრებად ერთ-ერთ გასართობ პარკში შეგროვდნენ, რომელიც ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, მაისის თვეში გაიხსნა.

რეკლამა
eudora.ge

პარკში, რომელიც რამდენიმედღიან ღონისძიებას მასპინძლობს, სადღესასწაულო კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანებისა თუ უზარმაზარი ჩინური დრაკონების მონაწილეობით არაერთი მსვლელობა და წარმოდგენა გაიმართა. ინტერნეტში გავრცელებული ფოტოსურათების მიხედვით, წელს ჰელოუინის აღნიშვნა უხანის მოსახლეობამ მეკობრის, სუპერგმირის, ზომბი ექთნისა თუ გეიშის ფორმაში გადაწყვიტა, ზოგისთვის კი საკმარისი მხოლოდ სამედიცინო ნიღაბი აღმოჩნდა.

ფოტო: Getty Images
ფოტო: Getty Images
ფოტო: Getty Images
ფოტო: Getty Images
ფოტო: Getty Images
ფოტო: Getty Images
ფოტო: Getty Images
ფოტო: Getty Images
ფოტო: Getty Images
  • ხუბეის პროვინციის 11-მილიონიან დედაქალაქში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საყოველთაო კარანტინი აპრილში დასრულდა, მაისიდან კი იქ შიდა გადაცემის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ქვეყანაში საგრძნობლად შემცირდა ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობის ყოველდღიური მაჩვენებელიც. ბოლო თვეებში ჩინეთში ტურისტული სექტორიც ამუშავდა, გაიხსნა კინოთეატრები, რესტორნები და სხვა გასართობი დაწესებულებები, რაც ამ სახელმწიფოს ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს, ეპიდემიური ვითარება იქ საკმაოდ მძიმეა. რთული მდგომარეობაა ევროპაში, რომელიც COVID-19-ის მეორე ტალღას ებრძვის. განსაკუთრებულად აღსანიშნავია საფრანგეთი, სადაც ხელისუფლებამ ინფიცირებულთა რიცხვის რეკორდული მატების გამო ისევ მკაცრი კარანტინი დააწესა. ეს ქვეყანა დაავადებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა, სიის სათავეში კი ადგილებს აშშ, ინდოეთი, რუსეთი და ბრაზილია იკავებენ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები