“ჩინეთიდან და ინდოეთიდან ქვეყანაში უხარისხო პირბადეები შემოედინება” – “რესპირატორის” დამფუძნებელი

“რესპირატორის” დამფუძნებელი, სერგო გალუსტიანი BM.GE-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ჩინეთიდან და ინდოეთიდან ქვეყანაში უხარისხო პირბადეები შემოედინება.

როგორც გალუსტიანი აღნიშნულ გამოცემასთან დასძენს, ხშირად ხდება გაყალბებული დოკუმენტების წარდგენა საზღვარზეც იმ მიზნით, რომ არასამედიცინო პირბადე სამედიცინო პირბადედ გასაღდეს და იმპორტიორი დღგს-გან შეფარვით გათავისუფლდეს.

„ქვეყანა უნდა იყოს 6 კვირა ჩაკეტილი, რომ ამოვისუნთქოთ“ – გიორგი ფხაკაძე

“ძალიან ბევრი ვიდეო და აუდიო მასალა იბეჭდება მედიაში, რომ ინგლისმა, ჰოლანდიამ, გერმანიამ დაუბრუნა უხარისხო პირბადეები ჩინეთს. საქართველოდან ჩინეთში არცერთი პირბადე უკან არ დაბრუნებულა იმიტომ, რომ არანაირი სტანდარტი არ გვაქვს არც საბაჟოზე და არც დოკუმენტაციის შემოწმების თვალსაზრისით. ჩინეთიდან და ინდოეთიდან ქვეყანაში უხარისხო პირბადეები შემოედინება, ზოგიერთს სუნი აქვს ისეთი, რომ საერთოდ ვერ გაიკეთებ. სერტიფიცირება ამ ყველაფრის არ ხდება, სამწუხაროდ.

რეკლამა
eudora.ge

ამის გამოსავალი არის ორი- ერთი, რომ მათ მოვთხოვოთ დოკუმენტი და მეორე, სანამ არ გვექნება ლაბორატორია, რომელიც ამ სტადარტის მიხედვით შეამოწმებს იმპორტირებულ თუ საქართველოში წარმოებულ პირბადეს, გამოსავალს ვერ ვიპოვით”- აცხადებს კომპანია “რესპირატორის” დამფუძნებელი სერგო გალუსტიანი.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები