ჩვენ თქვენზე გავიმარჯვეთ, ჯალათებზე, რომლებმაც აწამეს აზერბაიჯანელი ერი, ჩვენ გავანადგურეთ თქვენი არმია

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა ესტუმრნენ ყარაბაღის მეორე ომის დროს გათავისუფლებულ ჯებრაილისა და ფიზულის რაიონებს, მათ შორის უშუალოდ დასახლებულ პუნქტებს

ალიევის განცხადებით, მომავალში ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრაზე საუბარი არასოდეს იქნება. მისი თქმით, არსებობს მხოლოდ ერთიანი აზერბაიჯანი- მრავალეროვანი და მრავალკონფესიური.

დამნაშავეებს გაკვეთილი ჩავუთარეთ. ფაშინიანმა უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში გაანადგურა თავისი ქვეყანა, ახლა იგი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გადაურჩეს სმეხი ხალხის რისხვას. ჩვენ გავანადგურეთ ქოჩარიანისა და სარგსიანის არმია. მათ ჩვენი მიწები გაანადგურეს. ამ შემთხვევაში, მათ შიშისგან ცხვირიც კი ვერ შემოყვეს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. სად არის თქვენი გმირობა. ჩვენ თქვენზე გავიმარჯვეთ, ფაშინიანი კი არავინაა! თქვენ მოგმართავთ, ქოჩარიანსა და სარგსიანს, ჯალათებს, რომლებმაც აწამეს აზერბაიჯანელი ერი, ხოჯალის ჯალათებს, ჩვენ თქვენზე გავიმარჯვეთ. გავანადგურეთ თქვენი არმია“ – განაცხადა ალიევმა.

რეკლამა
eudora.ge

გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ვიზიტისას ილჰამ ალიევმა მეუღლესა და ვიცე პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევასთან ერთად ოფიციალურად დაიწყო ფიზულისა და ქალაქ შუშას შორის ავტომაგისტრალის მშენებლობა. ალიევის თქმით, ეს პირველი პროექტია, რომელიც განხორციელდება გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ალიევების ოჯახის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე სტუმრობის ამსახველი რამდენიმე ვიდეო. ერთ-ერთ კადრში ასახულია ილჰამ ალიევი, რომელმაც ქალაქ ჯებრაილში ეროვნული დროშა აღმართა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები