ჩვენი რომელიმე ჰოსპიტალი ან მუშკეტერი მზად არის, გაუმკლავდეს ამ შტამის გავრცელებას? – მედიკოსები ახალ შტამზე

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შეფასებით, კორონავირუსის ახალი შტამი განსაკუთრებული თავისებურებებით არ გამოირჩევა.

მათივე თქმით, ვირუსის თავიდან ასარიდებლად დადგენილი რეგულაციების დაცვაა საჭირო – პირბადე, დისტანცია, ხელების დამუშავება.”კლინიკური თვალსაზრისითა და დაავადების სიმძიმის მხრივ, მას განსაკუთრებული თავისებურებები ჯერჯერობით არ გამოუვლენია”, – ამბობს კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, ვახტანგ კალოიანი.

კორონავირუსის ახალი შტამი, VOC-202012/01, ევროპის 8 ქვეყანაში დაფიქსირდა – WHO


გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი, გიორგი ჩალაძე აცხადებს,რომ ყველა ვირუსს ახასათებს ევოლუციას.
“ეს ვირუსი იგივე COVID-19-ია, ყველა ვირუსს ახასიათებს ევოლუცია, რომლის დროსაც ის გენომის ნაწილს იცვლის. ამას ჰქვია ახალი ვარიანტების აღმოჩენა. თუკი ბრიტანეთს ეშინია ამ ვარიანტის, რადგან გადატვირთავს მის ჯანდაცვის სისტემას, თქვენ იმედი გაქვთ, რომ ჩვენი რომელიმე ჰოსპიტალი ან მუშკეტერი მზად არის, გაუმკლავდეს ამ შტამის გავრცელებას?”, – აცხადეს ჩალაძე.

რა განსხვავებაა დაავადებულსა და ინფიცირებულს შორის? – ლევან რატიანის განმარტება

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი და უფრო სწრაფად გავრცელებადი ვარიანტი პირველად ინგლისში აღმოაჩინეს, შემდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, მოგვიანებით კი ევროპის 8 ქვეყანაში.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები