ჩეხეთში მოქალაქეებმა ორი სამედიცინო პირბადე უნდა ატარონ

ჩეხეთში ხელისუფლება მოქალაქეებს ავალდებულებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, მაღაზიებსა და სხვა დაწესებულებებში ორი სამედიცინო ნიღაბი ან სპეციალური რესპირატორი ერთდროულად ატარონ.

რეკლამა
eudora.ge

ქვეყანაში კორონავირუსის ბრიტანული შტამის აფეთქებაა. ზედიზედ მესამე დღეა, ახალი ინფექციის 10 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ქსოვილის პირბადეები დაცვის საშუალებად აღარ განიხილება. შეზღუდვები ძალაში 22 თებერვლიდან შედის.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები