გავრცელებული კადრების მიხედვით, ისანში სპეცდანიშულების რაზმი და ეკიპირებაა მობილიზებული. ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც მარნეულის პოლიციის შენობის უკან ასევე სპეცრაზმი იმყოფება.
როგორც სითინიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, არჩევნების დღეს სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება ჩვეულებრივი მოვლენაა და მას პრევენციული ღონისძიების დანიშნულება აქვს. შსს-ში სითინიუსს მარნეულის შემთხვევაზეც იგივე უპასუხეს.