შსს-მ ერთი კილოგრამი ჰეროინი ამოიღო – დაკავებულია რუსეთის მოქალაქე

იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულს ბრალი დაუმტკიცდება, მას 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში 47 წლის რუსეთის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე ავტომობილით გადაადგილების დროს გააჩერეს.

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ჰეროინის შემცველი ერთი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ასევე ამოღებულია 8390 ლარი და 400 დოლარი.

რეკლამა
eudora.ge

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები